Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა მათი პირველი შეხვედრის შედეგებზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
ხელის მოწერის ცერემონიაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ განიარაღებას უახლოეს მომავალში ელის.
“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს და ვამაყობთ იმით, რაც დღეს მოხდა”-აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ მსოფლიო დიდი ცვლილებების მომსწრე გახდება.„ჩვენ გადავწვიტეთ წარსული უკან დავტოვოთ“- განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული აუდიენცია დღეს დილით სინგაპურში, კურორტ სენტოზაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Capella-ში დაიწყო.
მისალმების შემდეგ ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომელიც დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური კავშირი 1948 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.