უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო.
როგორც კიევში განმარტეს, ახალი შეზღუდვები აშშ-ის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ თანხვედრაშია. ნუსხას დაემატა 30 იურიდიული და 14 ფიზიკური პირი, რომელებიც აშშ-ის ცნობით, კიბერსივრცეში მოქმედ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან არიან დაკავშირებულები.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შედგენილ განახლებულ სიაში ამჟამად 1 762 ფიზიკური და 786 იურიდიული პირია. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
კომენტარები