მსოფლიო ამბები

“ირანის მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ აშშ ისრაელის გვერდით დადგება”

ირანის მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ აშშ ისრაელის გვერდით დადგება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა…

“ უკრაინას რუსული ტერორისგან თავის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემები და გამანადგურებლები სჭირდება”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსული ტერორისგან თავის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემები და გამანადგურებლები სჭირდება. „უკრაინა ბევრს არ ითხოვს. ჩვენ გვჭირდება ს…

ზელენსკიმ გააკრიტიკა შოლცი იმის გამო, რომ ის უარს ამბობს უკრაინისათვის Taurus-ის რაკეტების გაგზავნაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი იმის გამო, რომ ის უარს ამბობს უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის რაკეტების გაგზავნაზე. ინფორმაციას…

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მტერმა არასოდეს იცის, რა სიურპრიზებს ვუმზადებთ მას

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი თავს დაესხმება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ შეტევას განახორციელებს. „ამ ომში ჩვენ თავს გვესხმიან ერთზე მეტი ფრონტი…

უკრაინის რადამ მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სამხედრო სამსახურისთვის პატიმრების ნებაყოფლობითი მობილიზება იქნება შესაძლებელი

უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელი ხდება სამხედრო სამსახურისთვის პატიმრების ნებაყოფლობითი მობილიზება. როგორც უკრაინული მედია წერს, კანონპროექტი ითვალისწ…

“ირანი თავისი ტერიტორიიდან თავს თუ დაგვესხმება, ისრაელი უპასუხებს და დაარტყამს მას”

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებას ეხმაურება. ისრაელ კაცის თქმით, ირანი ისრაე…

ევროკავშირის სასამართლომ ორ რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსული „ალფა-გრუპის“ დამფუძნებლების პიოტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანის სარჩელი, რომლებიც პერსონალური სანქციების მოხსნას ითხოვდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ევრ…

ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების საკითხს განიხილავს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი ვონგი აცხადებს, რომ თავისი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას განიხილავს, რათა დააჩქაროს მშვიდობისკენ მოძრაობა რეგიონში. ამასთან, როგორც პენი ვონგ…

ესპანეთმა ე.წ. “ოქროს ვიზები“ გააუქმა

ესპანეთმა ე.წ. „ოქროს ვიზები“ გააუქმა. კანონი მსხვილ ინვესტორებს ოჯახის წევრებთან ერთად ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად, უძრავ ქონებაში სულ მცირე, ნახევარი მილიონი ევროს დაბანდებას ავალდებულებდა. კანო…

წყალდიდობის გამო რუსეთსა და ყაზახეთში 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს

წყალდიდობის გამო რუსეთსა და ყაზახეთში 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მდინარე ურალსა და ტობოლში წყლის დონემ რეკორდულ ზღვარს გადააჭარბა. რუსეთშ…