ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე ახლადაშენებულ ერთ-ერთი კორპუსის ბინაში ქურდობის ფაქტი მოხდა.
დაზარალებულის განცხადებით, მან ბინა სავარაუდოდ, ნახევარი საათით დატოვა, როდესაც უკან დაბრუნდა, კარი გაღებული დახვდა.
გატანილია ძვირფასეულობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოჯახმა ლომბარდიდან გამოიტანა.
„რომ შევედი, ყველაფერი გადმოყრილი იყო. ოქროს ზარდახშა რომ ცარიელი დამხვდა, ცუდად გავხდი. იცოდა ვიღაცამ ეს – ოქრო ახლადგამოტანილი იყო. მაქსიმუმ ნახევარი საათი დამაგვიანდა, ბავშვით ვიყავი“, – განაცხადა დაზარალებულმა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშობენ.
კომენტარები