უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს დაჯავშნილი ავტომობილი – Toyota Land Cruiser მოპარეს.
Страна.ua ამის შესახებ უკრაინის პროკურატურაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ავტომობილი დამნაშავეთა ორგანიზებულმა ჯგუფმა გაიტაცა, რომლის სათავეშიც „კანონიერი ქურდი“ სერგეი ღლონტი, მეტსახელად „გუგა“ დგას.
გამოცემის ცნობით, „კანონიერი ქურდი“ კიევში საპატიმროშია და ექსტრადიციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.
კომენტარები