„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
კანონპროექტის თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება – რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
გარდა ამისა, უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.
კომენტარები
