ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, მკვლელობის უკან სხვა პირთა ჯგუფი იდგეს.
როგორც ბრალდებულის დედა აცხადებს, მის შვილს სამი ადამიანის მკვლელობას აბრალებენ.
„სად ყავდათ ოთხი დღე ჩემი შვილი? არვინ არ ვიცოდით, სად იყო და როგორც უნდათ ისე მოახდენდნენ ზემოქმედებას. ადვოკატი ამბობს, რომ მალხაზი მკვლელობას არ აღიარებს. ჩემი შვილი არ არის მკვლელი. მის უკან ვიღაც ბანდა დგას და მათ გააკეთებინეს ეს ყველაფერი. სჯობს, ეს ბანდა იპოვონ და რეალური დამნაშავე დასაჯონ”, – განაცხადა ბრალდებულის დედამ.
კომენტარები