შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მლრდ ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი – 1 მლრდ 200 მლნ ლარით, – განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ.
მისივე თქმით, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით პრ, აქტიკულად ყველა სამინისტროს ემატება.
„საჯარო სექტორში ხელფასები 8,4%-ით მოიმატებს. პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს – რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს.
სახელმწიფო ბიუჯეტის 2027 წლის პროექტი, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
კომენტარები
