მარნეულში, სმიტების საცხოვრებელ სახლთან, ხადას ხეობაში მოკლულთა მეგობრები და თანასოფლელები მიდიან.
მათ ადგილზე ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ადგილზე იმყოფებიან ლორა და რაიან სმიტების საქართველოში მცხოვრები უცხოელი მეგობრებიც. სმიტების ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ეს იყო წყვილი, რომელიც ადგილობრივებთან ერთად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობდა და მათ საქართველო ძალიან უყვარდათ.
მოკლული სმიტების ახლობლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გამოძიებასთან კითხვები არ აქვთ. ისინი მომხდარის დროული და ობიექტური გამოძიების იმედს გამოთქვამენ.
კომენტარები