აზერბაიჯანი ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრად იქცა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის საყოველთაო დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წლიდან შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა დაახლოებით 90 პროცენტით გაიზარდა.
როგორც ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, ისეთი პროექტები, როგორიცაა ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ხელს უწყობს აზიასა და ევროპას შორის უფრო მდგრადი და დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვების შექმნას.
მისივე თქმით, პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ ასევე ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის როლის გაძლიერებას.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა ხაზი გაუსვა, რომ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ხელს შეუწყობს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან შეუფერხებელ, მულტიმოდალურ სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფას, ასევე რეგიონული ვაჭრობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
გამოსვლის დასასრულს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი გლობალური სოლიდარობის გაძლიერების, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული უფრო ეფექტიანი და სანდო მრავალმხრივი თანამშრომლობისა და სისტემის განახლების მოწოდებით გამოვიდა.
„მრავალმხრივი თანამშრომლობა, რომლისაც ჩვენ გვჯერა, სწორედ პრინციპებზე დაფუძნებული, ინკლუზიური და, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული შედეგების მიღწევის უნარის მქონე თანამშრომლობაა“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
