ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„2008 წელს ერთმა ავანტიურისტმა, რომელსაც სურდა ისტორიაში შესულიყო როგორც ახალი ჩარლი უილსონი (ამერიკის კონგრესის ყოფილი წევრი, რომელიც ცნობილი იყო როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი ავღანელი მოჯაჰედების მნიშვნელოვანი შემწე და დამფინანსებელი), აიყოლია წვრილმანი თაღლითი, რომელსაც სურდა ისტორიაში შესულიყო როგორც საქართველოს დამაარსებელი და აღმშენებელი.
ამ ორმა არამზადამ გააცოცხლეს რუსეთ-საქართველოს ომი, რამაც ის შედეგი მოიტანა, რაც დღეს გვაქვს“, – წერს გაბრიჭიძე.
კომენტარები