ამომრჩევლის პასუხი ყველამ იხილა IRI-ის კვლევაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა კითხვას – ღარიბაშვილი ამბობს, რომ ის უფრო წარმატებული იყო და თქვენი ხელისუფლება არ მუშაობს. როგორ აფასებთ მის გზავნილებს?
„ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში, რომლითაც შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს. ასე რომ, ყველაზე კარგი განმსაზღვრელი ხალხის დამოკიდებულებაა. კრიტიკა სხვადასხვა მხრიდან მოდის, თუმცა გადამწყვეტი არის ის, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, გვაქვს მანდატი მიღებული ხალხისგან, ანგარიშვალდებულები ვართ ამომრჩევლის წინაშე და ჩვენი ამომრჩევლის პასუხი ყველამ იხილა IRI-ის კვლევაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
