“ანგელა მერეკლის ერთ-ერთ თანმხლებ პირს კავკასიურ ტურნეში საქართველოსა და სომხეთში ყოფნის შემდეგ, მოუწევს დატოვოს დელეგაცია, რადგან ოფიციალურმა ბაქომ უარი თქვა გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის ალბეტ ვაილერის შეშვებაზე, რომელიც ბუნდესტაგში კავკასიის საკითხებზე მუშაობს და კავკასიაში მერკელთან ერთად არის ჩამოსული. ამის მიზეზი კი ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ მთიან ყარაბაღში იმყოფეობოდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით, მერკელის კავკასიური ტურნეს პირველი სკანდალი
“როგორ გერმანიის ოფიციალური წარმომადგენელი შტეფან ზოიბერგი აცხადებს, ბაქოსთან მოლაპარაკებები გერმანიისთის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ევროპა მიისწრაფის არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე, აზერბაიჯანი კი ამ კუთხით გერმანიისთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიიული პარტნიორია, რომელიც “გაზის სამხრეთ დერეფნის” პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი მონაწილეა. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღის წინ ბაქომ თავისი საერთაშორისო პოზიციები უფრო გაიმყარა რეგიონში კიდევ ოთხ ქვეყანასთან კასპიის ზღვაში თავისი სამართლებრივი სტატუსით“, – აღნიშნავს გამოცემა.
“შტეფან ზოიბერგის აზრით, ბაქოში მოლაპარაკებები ყველაზე მწვავე იქნება. გერმანიის სამთავრობოს წრეების ინფორმაციით, ანგელა მერკელი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს, გაზსადენთან ერთად, ისაუბრებს ადამიანის უფლებების საკითებზე, რადგან გერმანელი უფლებადამცველების აზრით, ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხთ ბევრი დარღვევები აღმოჩნდა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ანგელა მერკელმა კავკასიური ტურნე საქართველოთი დაიწყო. გერმანიის მთავრობის აზრით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ეკონომიკური პროგრესს მიაღწია და 2018 წელს მისი შიდა პროდუქტი 4-5% გაიზრდება, ასევე გაატარა მთელი რიგი რეფორმები, მათ შორის კორუფციასთან ბროძოლის კუთხით. ასევე, მიღწევები აქვს სამხედრო სფეროში. მერკელს მოუწევს ქართულ მხარეს აუხსნას, რატომ მოუწევს მოცდა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრინებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე საფრანგეთი და გერმანიამ მხარი არ დაუჭირეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების ზუსტი თარიღის დასახელების საკითხს”, – წერს სტატიის ავტორი.