ინდოეთში სამგზავრო მატარებლის სატვირთოსთან შეჯახებისას 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად კიდევ 20 ადამიანი დაშავდა. კატასტროფა ჩატისგარჰის შტატში მოხდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.
კომენტარები
