დაზუსტებით მინდა ვთქვა, ყველა ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მოდის, ვიქნებით კვლავ ამ გუნდში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ზოგი შესაძლოა, იყოს მაჟორიტარი, ზოგი კი სიაში იქნება, თუმცა მათი საქმიანობა დაკავშირებული იქნება „ქართულ ოცნებასთან“. ღონისძიებაზე მიწვეულია ფრაქცია „ქართული ოცნება“. პერსონალურად მოსაწვევი არავისთან მისულა. ჩვენი ოპონენტების მთავარი თემაა, ვინ აღარ იქნება სიაში. მე დაზუსტებით მინდა ვთქვა ერთი, ყველა ადამიანი ვინც ამ გუნდთან ერთად მოდის ვიქნებით კვლავ ამ გუნდში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები