უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში წევრობა დამსახურებული უნდა იყოს და საკმაოდ ხანგრძლივ და რთულ გზასთან არის დაკავშირებული.
„ევროკავშირში წევრობა უნდა დაიმსახურო. ეს ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესია. შეუძლებელი არ არის, მაგრამ დროს მოითხოვს. ევროკავშირში არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა დაჩქარებული პროცესი. მსგავსი რამ უბრალოდ არ არსებობს“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
კომენტარები
