კანაფის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ დღეს კომენტარი გააკეთა.
“ორი, სამი, ოთხი თვე, არ აქვს მნშვნელობა, მსჯელობა იქნება მანამდე სანამ ჩვენ კონსესუს ვერ მივაღწევთ საზოგადოებასთან, ეს უნდა იყოს ფართო მსჯელობის საგანი და ვიმოძრავებთ იმ მიმართულებითაც რა მიმართულებითაც მიგვითითებს საზოგადოება. ჩვენ არ ვაპირებთ საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას. ჩვენ ვაპირებთ ახსნა- განმარტებით, ჯანსაღი დიალოგით, თითოეული დისკუსიის, ზოგ შემთხვევაში მწვავე დისკუსიის საშუალებით პოზოციები დავაახლოვოთ. ჩვენი ამოცანა გახლავთ, მოხდეს რეგულირება ყველა სფეროსი. მარიხუანას მოხმარების სფერო ჩვენ დავარეგულირეთ. რაც შეეხება მოყვანის სფეროს, ეს იყო პირველი ფრთხილი ნაბიჯი, რომ იქაც რეგულირება მომხდარიყო. მერწმუნეთ, ადრე იქნება თუ გვიან. მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროშიც. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ პოზიციებს დავაახლოვებთ და იმ კონდიციამდე მივიყვანთ პოზიციებს, რომ ვიმოძრავებთ ერთად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.