შს მინისტრი, გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილს დღეს, 13:00 საათზე სამინისტროში შეხვდება. მან შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრის თხოვნით თავად მიმართა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შსს-დან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მინისტრი მასთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს.
კომენტარები