ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უნდა იყოს ნიშანი, რომ ჩვენ ევროპის რუკაზე ღირსეულად ვარსებობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიება ქვეყნისთვის გზამკვლევს წარმოადგენს.
„ასეთი ტიპის ღონისძიება არის გზამკვლევი ქვეყნისთვის, რადგან საქმე კულტურასა და განათლებას ეხება, აქ ჩვენ, მგონი, არ გვიჭირს. განსაკუთრებით ვგულისხმობ კულტურას და მწერლობას. ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ჩვენ ევროპის რუკაზე ღირსეულად ვარსებობთ“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
კომენტარები