გერმანიაში მესამე დრონი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, 50 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით, „ჰექსოგენით“ იყო აღჭურვილი. შემთხვევა 14 აგვისტოს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მედიისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.
გამოძიების ვერსიით, აღნიშნული დრონი, სავარაუდოდ, კავშირშია 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტებთან, სადაც ასაფეთქებლით აღჭურვილი დრონი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს აღმოაჩინეს.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ არსებობდა მეორე დრონიც, რომელიც აეროპორტის დახურვის შემდეგ DHL-ის სატვირთო თვითმფრინავს შეეჯახა.
გერმანული გამოძიების ვერსიით, ამ ინციდენტების უკან რუსეთის სადაზვერვო სამსახური დგას.
კომენტარები
