დავინტერესდი, ნეტავ რა ღირს თაკო ჩარკვიანის ლაგამი? – ამი შესახებ მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
“ჩემი სიმპათიური ლაგამი, როგორც ჩვენმა სასიქადულო მუსიკოს – პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ყოველთვიურად 85 ლარს შეადგენს, რის გამოც დავთმე – ”სახელმწიფოებრიობა”. ალბათ, არ ღირს ამ თანხად სამშობლოს გაწირვა და კრიმინალური ”ხელისუფლებისთვის ბრძოლა. დავინტერესდი, ნეტავ რა ღირს თაკო ჩარკვიანის ლაგამი? – ალბათ ბევრად მეტი, თორემ ყოველდღე და ზოგჯერ დღეში ორჯერაც, ტელევიზიებში დეკოლტედაფოთლილი და ძარღვებგადმოყრილი სირბილისგან მუხლებს ხომ არ გადაიტყავებდა ჩვენი გულანთებული პატრიოტი?! მე არ მოვწონვარ (თურმე არაფრად მაგდებს), იქნებ ვინმემ გამიგოთ, სიმპათიური, ოღონდ ძვირადღირებული ლაგამი სად იღება?” – წერს ლორთქიფანიძე.
კომენტარები