კოკა ყანდიაშვილის პასუხი თაკო ჩარკვიანს.
“თაკო, სულ ორი აბზაცი მოგწერე, ისიც ცივი შხაპის ამბავში და ეს რამხელა ფაშისტური რეჩიტატივი შეგიქმნია. მესმის, რომ არასდროს გიჭრიდა კალამი, მაგრამ უწიგნურობის ასეთი გამოვლინება, არშემდგარი კულტურის მინისტრის მოადგილისგან, მთლად “მეფე შიშველიას” ტოლფასია….
ანუ, როგორც შენი, ჩემდამი მოძღვნილი ადუჟებული ნაცოდვარიდან ვარკვევთ, “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო” – ათი საუკუნის წინ, არა შოთა რუსთაველმა დაუტოვა საქართველოს, როგორც სიბრძნე – არამედ ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მომიძღვნა ეს – პირადად მე, თანაც როგორც “ფუნაგორია” – ?
სერიოზულად თაკო?
თაკო, მამაშენის ხათრით, კი არ ხარ ღირსი, მაგრამ მაინც, ერთ უფასო რჩევას მოგცემ – უბრალოდ აღარ დაწერო არაფერი, არც მე მომწერო, არც სხვას, გააუქმე შენი ფეისბუქი, არ გამოგდის მაინც და მთლად ბოლომდე ნუ დაიმარხავ თავს.
პ.ს. მეგობრებო, პრინციპში არც უნდა გვიკვირდეს, რომ რუსული “შტაბკვარწირის პრინცესა” – მხოლოდ ისეთი ადამიანი შეიძლება გახდეს, ვისაც “კოკასა შიდა რაცა დგას….” XXI-ე საუკუნეში დაწერილი, თანაც ფუნაგორია ჰგონია… ეჰ, თუმცა მათთვის ხომ საქართველოს ისტორია 2003 წელს იწყებოდა”– წერს კოკა ყანდიაშვილი