პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარულ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ მას „ქართულ ოცნებაში“ „ხოდი“ მიეცა და ახლა პატიმარ კაცს ძირავს. ლაშა ნაცვლიშვილი აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით სუბელიანს პასუხობს.
“ციხე მძიმე განსაცდელია, მითუმეტეს, ძალოვანისთვის. ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას… მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში გასაჯაროვებული ფარული ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა უხეში მონტაჟის შედეგია, ზოგადად, პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ“ – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები