“ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ “ენჯეოელ სოროსელს”, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც,” – ეს განცხადება პარლამენტში “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გააკეთა.
ამ განცხადებას უამრავი კრიტიკული შეფასება მოჰყვა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მეჭიაურის განცხადებას ყველაზე მწვავედ თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.
“ექსკლუზივ ნიუსი” გთავაზობთ თამაზ მეჭიაურთან ინტერვიუს, რომლითაც ის ოპონენტებს პასუხობს.
– ბატონო თამაზ, თქვენს განცხადებას ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა, მათ შორის, თქვენი გუნდის წევრების მხრიდან, ყველაზე კრიტიკული თინა ხიდაშელის განცხადება იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სირცხვილია. თქვენ რას ფიქრობთ?
– ჩემს განცხადებაში სამარცხვინო ვერაფერი ვნახე, ცუდ კონტექსტში არც ენჯეო მომიხსენიებია და არც სოროსელობა. რატომ იყო მისი მხრიდან ასეთი მკვეთრი რეაქცია, არ ვიცი. ამის შემდეგ გადავხედე ქალბატონი თინას საქმიანობას სოროსის ფონდში , რითაც ის ამაყობს. თუმცა საამაყო ვერაფერი ვნახე. თუნდაც იმიტომ რომ ის საქმიანობდა ბევრი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სარწმუნოების და ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლ პიროვნებებთან, მათ შორის თუთბერიძესთან. რომელმაც სახელი გაითქვა პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიით. მე არ მინახავს არც ქალბატონი თინას და არც სხვა კრიტიკოსების მხრიდან თუთბერიძის განცხადებებზე ასეთი მძაფრი რეაქცია. თეა თუთბერიძესთან თუ იყო და ეს ეამაყება, არ ვიცი. არასამთავრობოებს ცუდ კონტექსტში როგორ მოვიხსენიებდი, თვითონ ბიძინა ივანიშვილია ერთ-ერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი.
მე რომ მეთქვა, ბიძინა ივანიშვილმა მძღოლი აგვარჩევინა პრეზიდენტად-თქო, მძღოლებს უნდა მოეწყოთ აქცია? მე კომაროვის სკოლელი ვარ და ეკონომისტი, ვინმეს რომ ეთქვა, კომაროველი გახადა საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ მერე ეს კაცი განუდგა და შეარცხვინაო, კომაროველებს ან ეკონომისტებს შეურაცხყოფად უნდა მიეღოთ? ყველამ კარგად გაიგო, რაც ვიგულისხმე, მაგრამ“რესპუბლიკელების” რამდენიმე წევრს თავი სხვაზე მეტი ჰგონია. წაიკითხეთ, რას წერს ლევან ბერძენიშვილი ჩემს განცხადებაზე. ბერძენიშვილი ამბობს: აქამდე ვიცინოდით თამაზ მეჭიაურის გამოსვლაზეო, ჩემი დაცინვა ყოფილა ნორმალური და ჩემს მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკება – არანორმალური. ბატონი ლევანისთვის და ზოგიერთი მათი თანამოაზრისთვის მისაღებია ქართველი კლასიკოსების კრიტიკა და ამ დროს ლამის ერეკლე დეისაძე მიაჩნიათ თანამედროვე კლასიკოსად. ასევე, მისი ძმა ნაპოლეონივით, რომ დადის რატომ ჰგონია თავი სხვაზე უკეთესი? როცა მისი თანაგუნდელი პატრიარქს აკრიტიკებდა, მაშინ თქვა ეს დემოკრატიული პროცესია და ყველას აქვს თუნდაც პატრიარქის კრიტიკის უფლებაო, გამოდის მის თანაგუნდელებს უფლება აქვთ აკრიტიკონ პატრიარქი, პრემიერი, ისინი ბიძინა ივანიშვილსაც აკრიტიკებდნენ პრემიერობისას და მათ შორის ჩვენც. საკმარისია მათ ბუდეს ვინმე შეეხოს, თუნდაც სოროსი ახსენოს, მათი რეაქცია განსაკუთრეულია. ქალბატონ თინას შევახსენებ, რომ საკმარისი ფული აქვს მის დაცვას რომ მიხედოს, მითუმეტეს ჩემგან დასაცავი არაფერი სჭირს და მეტი დრო დაუთმოს მთავარი ფუნქციის შესრულებას. რაც შეეხება დავით ზურაბიშვილის განცხადებას, მას უთქვამს – თამაზ მეჭიაურისთვის “ენჯეოელი”, “სოროსელი,” “იეღოველი,” “სომეხი” და “პიდარასტი” დაახლოებით ერთი და იგივეაო, სომეხი მყავს უამრავი მეგობარი, ერთი სომეხი დამისახელოს, რომელსაც დავით ზურაბიშვილი სჯობს. “ენჯეოელებზე” უკვე მოგახსენეთ, მის რანგს არ ვკითხულობ, არც იეღოველებთან მაქვს პროლემა თუ მართლმადიდებლებს არ შეგვეხებიან, დარწმუნეული ვარ არც პიდარასტებში იქნები მასზე ღირსეული ხალხის ნაკლებობა. ჩემს თანაგუნდელებსაც შეეძლოთ მოსულიყვნენ პარლამენტში და ეკითხათ, რა იგულისხმეო და საჯაროდ დავაზუსტებდი, რასაც ვგულისხმობდი. მათმა ნაწილმა შეურაცხყოფა მომაყენა. რესპუბლიკელებიდან კარგი ურთიერთობა მაქვს ნოდარ ებანოიძესთან, თემურ ნერგაძესთან, ფრიდონ საყვარელიძესთან, გიგლა აგულაშვილთან, თავად დავით უსუფაშვილთანაც.დანარჩენები კანში ვეღარ ეტევიან და ზევიდან უყურებენ კოლეგებს. არავის არ აქვს ისეთი დამსახურება ვინმეს მენტორული ტონით ესაუბროს, მითუმეტეს დამამცირებელი.
– საზოგადოებამ აღიქვა, რომ თქვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეურაცხყავით…
– “ენჯეშნიკობაში” ცუდს ვერაფერს ვხედავ. ბიძინა ივანიშვილიც არის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სადღობელაშვილიც, სოზარ სუბარიც იყო, მაგრამ ქართველი კაცია და ჩემი მეგობარია. მამაძაღლობების გადაფარვა უნდათ ამით. ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება. სურთ, სხვა არასამთავრობოები აიყოლიონ, მაგრამ არავინ არ აჰყვება მაგათ დაგეგმილ პროვოკაციას. არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ. მაგრამ ასევე არიან ენჯეოები, რომლებიც კაცმა არ იცის, საიდან ფინანსდებიან. თუთბერიძე რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს არ აკეთებს და მისი მოქმედება ყოველვე ეროვნულის წინააღმდეგ არის მიმართული ყველამ კარგად იცის, რას არ უწოდებს პატრიარქს, მაგაზე გამოვიდა ვინმე და შეაგროვა პეტიციები?
– თუ აპირებთ თქვენი განცხადების გამო ბოდიშის მოხდას?
– თუ რამე შემეშალა, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. მაგრამ აქეთ აქვთ ბოდიში მოსახდელი. ღირსეული კაცი თვითონ მოიხდის ბოდიშს.