„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის გამარჯვებული კონტენტ-კრეატორი გუგა გიორგობიანი გახდა. მის მიერ აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 162 812 845 დააგროვა.
მეორე ადგილი ბათუმელმა კონტენტ-კრეატორმა ხვიჩა ასამბაძემ დაიკავა. მისი კონტენტის წვდომამ სოციალურ ქსელებში 104 637 525 შეადგინა.
მესამე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ნიკა გელაშვილმა (92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს.
კამპანიის გამარჯვებულები დღეს ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. საკუთარი რჩეულები დაასახელეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე კონტენტ-კრეატორებს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
წელს, შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის 1 მილიარდამდე წვდომა დააგროვა. კამპანიის მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 12, 000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს.
კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 200 -მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია.
