ექსპერტი ანდრია გვიდიანი საქართველოს მთავრობის ინიციატივას ვალების განულებასთან დაკავშირებით უპრეცედენტოს უწოდებს.
როგორც ექსპერტი აცხადებს, ვალების განულების ინიციატივა არის სამართლიანი წესების გაგრძელება და საშუალებას მისცემს 600 000 ადამიანს, რომ ეკონომიკურ პროცესებში გააქტიურდნენ.
„საბანკო სექტორში სამართლიანი წესების დამკვიდრებაზე საუბარი დიდი ხანია მიდის და ამ თემაზე ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრობის დროიდან საუბრობს. ეს იდეა ახალი არ არის და კარგია, რომ მისი განხორციელების კონკრეტული თარიღი დასახელდა. ეს არის სამართლიანი წესების გაგრძელება და უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რათა მოსახლების დიდ ნაწილს დაახლოებით 600 ათას ადამიანს, ვინც პრაქტიკულად ვერ მონაწილეობდა ეკონომიკურ პროცესებში გააქტიურდნენ და სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ბანკებთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ეს არის პრობლემის მოგვარების სწორი გზა. ეკონომიკაში სამართლიანი წესების დამკვიდრება მოსახლების დიდ ნაწილს საშუალებას მისცემს გათავისუფლდნენ ვალებისგან და აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.