„როგორ ველოდები ამ პარკის გახსნას“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი დენდროლოგიურ პარკზე საუბრისას წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს არის უზარმაზარი შრომის, ფინანსური, ტექნიკური, ადამიანური რესურსის სწორად წარმართვის შედეგი. და ეს ხდებოდა მუდმივად დამცირების, ცილისწამების, ტალახის სროლის ფონზე. ხან გიჟად შერაცხეს, ხან ბოროტმოქმედად…
ამ ყველაფერზე პასუხი სახეზეა – საქართველოს ექნება საოცარი დენდროლოგიური პარკი“, – წერს თოქმაჯიშვილი.
კომენტარები