პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან, შვილთან, ბერა ივანიშვილთან და მის მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად მივიდა.
„რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთეთ ღირსების, სამართლიანობისა და განვითარებისთვის, რათა საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან. თქვენ კარგად გახსოვთ იმ ძალის ხელწერა, რომელიც დღეს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ოპონენტია“ – თქვა ივანიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი. საზღვრებს გარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა 55-ია. არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 528 658.
28 ნოემბერი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში უქმე დღეა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.