ზუგდიდის საარჩევნო N20 უბანზე, საიდანაც ამომრჩეველთა სიის ნაწილი დაიკარგა, სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.
“ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძესთან შედარებით, 23 ხმით მეტი აქვს.
მთლიანობაში შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 281 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 304 ხმა. გაბათილდა 26 ბიულეტენი.
ზუგდიდის N20 უბანზე ბიულეტენების დათვლა დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი კენჭისყრის ოთახში მომხდარი დაპირისპირება გახდა.
ადგილზე იყვნენ საოლქო კომისიის წარმომადგენლებიც, თუმცა მათთვისაც უცნობია როგორ დაიკარგა ამომრჩეველთა სამაგიდო სიიდან 1 გვერდი. აღნიშნულ უბანთან ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.
კომენტარები