კიევის ოლქში რუსეთის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დიმერის დასახლებულ რაიონში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
რუსული დრონი 5-სართულიან სახლს 22 ნოემბრის ღამე მოხვდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მაშველები 14 ადამიანს ვერ უკავშირდებოდნენ.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
კომენტარები
