საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები სავარაუდოდ 02:00 საათისთვის იქნება ცნობილი. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, 10:00 საათისთვის ცესკო-ში შევა პირველადი ოქმები.
„11:00 საათიდან ასევე შემოვა ოქმების ძირითადი ნაწილი და სავარაუდოდ პირველადი წინასწარი შედეგები ჩვენთვის ცნობილი იქნება 02:00 საათისთვის და შესაბამისად ამ დროისთვის ვვარაუდობთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას”, – განაცხადა მიქელაძემ.
კომენტარები