„მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს და ვითარებას საქართველოში“, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს და ვითარებას საქართველოში. ამის შედეგია მისი განცხადება, მეტი არაფერი“, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შეფასებისას საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ არჩევნების შედეგები არ ეღიარებინათ და მასობრივ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას.
მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მოგიწოდებთ, ერთიანობისკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
“მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს და ვითარებას საქართველოში”
2018/11/28 23:34:37
ნანახია: 662 ჯერ