ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.
მან არჩევნებს ხელისუფლების მიერ ორაგნიზებული კრიმინალური ფარსი უწოდა.
„ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონია. ჩვენ გვქონია კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ.
საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც არ იტყვიან, რომ პრეზიდენტი სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არა გაქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.