კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო აპირებს საგამოცდო პროგრამიდან ამოიღოს ქართული ენა და ლიტერატურა. ტოვებენ მხოლოდ “უნარ-ჩვევებს” და უცხო ენას.
ხომ არ გვავიწყდება, რამხელა მნიშვნელობას მიუწყავენ თავმოყვარე და შემდგარი ერები საკუთარ ისტორიას, ენას და ლიტერატურას? მაგალითად უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წესდების პირველივე ფრაზაა: “უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიას აარსებს უნგრელი ერი, რომ დანერგოს და განავითაროს უნგრული ენა”. არის სხვა მაგალითებიც.
ამათ ხელწამოსაკრავი ხომ არ გონიათ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ენა და 1500 წლოვანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ლიტერატურა?
თუკი ეს სიმართლეა და გაუვიდათ, ყველაფრის ღირსი ვიქნებით: 300 არაგველიც ამაოდ დახოცილან, 500 იუნკერიც და შინდისის გმირებიც აგერ ახლახანს. ამაო ყოფილა წიწამურშიც და ჯიხაშკარი-ხიბულაში დაღვრილი ერის რჩეულთა სისხლიც.
არა უკულტურო, უსისხლო, ფსევდოცივილიზებულ მანქურთებს!”-წერს გამსახურდია.