ჩვენ, თუ არ ვცდები, ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადა კანონმდებლობის შექმნისთვის, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით განუცხადა.
“თუ არ ვცდები, ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადა კანონმდებლობის შექმნისთვის. რაც ეხება თვითონ სტრუქტურის, ანუ ფონდის შექმნას, რომელშიც თანხების აკუმულირება მოხდება და შემდგომ უკვე ამ თანხების ინვესტირება, რა თქმა უნდა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მას შემდეგ, რაც კანონი დაიწერება, მათ შორის ფონდის დებულება გაიწერება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ და რა მიმართულებით მოხდება ფონდიდან ინვესტირება. ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ამ წუთში რა შეთანხმებაც არსებობს, ისაა, რომ ჩვენც შევეცდებით, კერძო სექტორი ჩავრთოთ ამაში. ჩვენ საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან, მათ შორის, ბიზნესასოციაციასთან მუდმივ შეხვედრებს ვმართავთ. რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებები იქნება მისაცემი როგორც კერძო სექტორისთვის, ისე თვითონ მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
“საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს”
2016/07/20 14:01:22
ნანახია: 1733 ჯერ