“ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, კომისიის სხდომა არ შედგება”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტის მორიგი შეწყლების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
თუმცა, რატომ არ გაიმართა კომისიის სხდომა, ამის შესახებ თავად სახალხო დამცველს და კომისიის წევრს, ინფორმაცია არ აქვთ.
“მე, როგორც კომისიის წევრს არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად, რატომ არ გაიმართება კომისიის სხდომა, ან გაიმართება თუ არა. იმიტომ, რომ საბოლოოდ კატეგორიული პასუხი ამაზე არ ყოფილა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ, კომისიის სხდომა არ შედგება. სხდომები ამ კვირაში იყო ჩანიშნული, მაგრამ ალბათ, არ შედგა იმის გამო, რომ პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას”, – განაცხადა ლომჯარიამ.
კითხვაზე: „პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი ხომ არ თქვა გარკვეული რაღაცების სანაცვლოდ“, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის დისკრეცია.
“არ ვიცი. ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის წმინდად მისი დისკრეცია და პირადად პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. რა დგას ამის უკან, მას უნდა ჰკითხოთ”, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა არ გაიმართა.
ნინო ლომჯარია – პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აღარ გეგმავს მორიგ შეწყალებას
2018/12/13 13:25:25
კომენტარები
ნანახია: 731 ჯერ