საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ღრმად დამწუხრებული ვარ ანკარაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია მსხვერპლთა და მათი საყვარელი ადამიანების მიმართ. ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში თურქი ხალხის გვერდით დგას“, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“.
კომენტარები