დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. ამის გამო, სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 25 იანვრის 07:00 საათამდე, კოსტავას ქუჩა, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დროის ამავე მონაკვეთში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
კომენტარები