შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში მისვლისთვის მზად არის.
„რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ. ამ საქმესთან დაკავშირებითაც დიდი სიამოვნებით მივალ“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, „თიბისი ბანკის“ თემაზე ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ან საერთოდ ვინმესთან, გახარიამ უპასუხა, რომ კომუნიკაცია არავისთან ჰქონია.
კომენტარები