ნაძალადევის რაიონის გამგეობის ჩართულობით, 32-ე საჯარო სკოლაში პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
განსაკუთრებული პროფესიული ღვაწლისთვის რაიონის 22 პედაგოგი დაჯილდოვდა.
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და სიგელები, ყვავილები, ასევე სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
დაჯილდოების პარალელურად გაიმართა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება.
კომენტარები
