მსოფლიო პოპვარსკვლავი კრისტინა აგილერა უკვე საქართველოშია.
მისი თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მომღერალი სასტუმრო „ჰილტონში“ დაბინავდა.
ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუკონცერტი 30 ივლისს Black Sea Arena-ზე გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება.
კომენტარები