კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქუჩაზე, წყალსადენის 1000 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე, ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 28 ივლისს 16:00 საათიდან 29 ივლისის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
დიდუბის რაიონში:
ლუბლიანას ქუჩის ნაწილს, ბელიაშვილის ქუჩა N40-ს.
საბურთალოს რაიონში:
დიღომ-8, ჯორჯ ბალანჩინის, ამერიკის საელჩოს, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, გუდვილის მიმდებარე ქუჩებს და ბალანჩივაძის ქუჩას.
ვაკის რაიონში:
ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, დელისის I, II, III ქუჩებს,ზაქარიაძის, ქავთარაძის, გამრეკელის, გურიელის, მარიჯანის, ჩიქოვანის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირს მეტრო დელისიდან მარიჯანის ქუჩამდე (N41-დან ბოლომდე და N48-დან ბოლომდე), ყაზბეგის გამზ. N 30-46, მინდელის, სანდრო ეულის და ჯიქიას ქუჩებს, ო. ჩხეიძის, გ.გეგეჭკორის, მ.ჩახავას, ე.მაღალაშვილის, ო.ლორთქიფანიძის და მ.ბარათაშვილის ქუჩებს.
მოსახლეობას წყალი ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge/ka/dagegmili.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.