თეა წულუკიანი ჩვენი თანამებრძოლია, თუ ის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან გული დამწყდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თეა წულუკიანი 2011 წლიდან, რაც პარტია „ქართული ოცნება“ შეიქმნა გუნდის წევრია.
„თეა პირველივე დღიდან, 2011 წლიდან, რაც პარტია “ქართული ოცნება” შეიქმნა, ჯერ კოალიცია იყო, ერთად მოვდივართ, ერთად გამოვიარეთ ის მძიმე დღეები, თვეები, არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის იმის რესურსი, რომ ასეთი ადამიანები შენარჩუნებული იყოს გუნდში,“- განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები