სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტი ელისო კილაძე გამოიკითხება. სწორედ ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ.
კომენტარები