ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ომის განახლების შემთხვევაში ირანის არმია მძიმე დარტყმით უპასუხებს.
„ამერიკელმა ამომრჩევლებმა თავისი არჩევანი გააკეთეს. დროა, თეთრმა სახლმაც გააკეთოს თავისი“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, თუ ვაშინგტონი ირანის მოთხოვნებს შეასრულებს, მათ შორის, ომის ყველა ფრონტზე დასრულებას, ორდღიანი გეგმა ძალაში დარჩება.
„ჩვენი ორდღიანი წინადადება ძალაშია: შეასრულეთ მოთხოვნები, მათ შორის, ომის დასრულება ყველა ფრონტზე და შედეგებს ნახავთ“, – აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა თუ ბირთვულ პროგრამასა და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება.
კომენტარები
