შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ნ. ძარცვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით თბილისში, ვაკეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა თ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო “ბერეტას” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და 7 ვაზნა, ასევე, იარაღის მაყუჩი და დანაშაულებრივი გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ძარცვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით.