,,ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერი გია კორკოტაშვილი LGBT თემი საწინააღმდეგოდ გამოსვლას აანონსებს. ამის შესახებ კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“ერთი აზრი დამებადა და თუ ჭკვიანურად ჩათვლით თავი მოვაბათ მოსახლეობამ თუ ხელისუფალმა არ ითავა საპატრიარქოსთან ერთად!
LGBT თემი 17 მაისს და ივნისში(რიცხვი არ ვიცი ზუსტად) აპირებენ აღლუმის გამართვას(სიმართლე გითხრათ რას ზეიმობენ ძნელი გასაგებია)
წინა წლებში მავანნი ამბობდნენ საერთოდ იგნორი უნდა გავუკეთოთ იმიტომ ,რომ მერე აურზაურებისთვის აფინანსებენ ამ ავადმყოფების მხარდამჭერ არასამთავრობოებსო!
არის სიმართლის რაღაც მარცვალი,მაგრამ არა მგონია რომ სახლიდან უყუროს ამ უმსგავსობას,ქალაქის ცენტრში უზნეობის პროპაგანდას ქართველმა და ღირსეულმა ერებმა!უბრალოდ სახალხო სეირნობა რომ მოეწყოს ამ დაძაბულ დღეებში ყველანაირ ექსცესს ავარიდებდით საზოგადოებას და მსოფლიოც ნახავდა რა აზრისააა ქართველი ხალხი ოჯახის სიწმინდეზე!”, – წერს კორკოტაშვილი.