სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საპატრულო პოლიციის უფროსი შეიცვალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ყოფილ უფროსს კოკა გადელიას იმერეთის პოლიციის უფროსი მერაბ წურწუმია შეცვლის. წურწუმია დღესვე დაიბარეს თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა თანამდებობას დაიკავებს თავად კოკა გადელია, რომელიც საპატრულო პოლიციას სამეგრელოში 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.
კომენტარები