„სულმოუთქმელად ველოდები, როგორ გამოაცხადებს ხელისუფლება ვენეციის კომისიას “ნაციონალების კომისიად“, – ასე ეხმაურება ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სოციალურ ქსელში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„დაიდო ვენეციის კომისიის დასკვნა და ახლა სულმოუთქმელად ველოდები, როგორ გამოაცხადებს ხელისუფლება ვენეციის კომისიას “ნაციონალების კომისიად”.
საკვალიფიკაციო გამოცდას – არაო;
საბჭოს წევრი, რომელიც თავად მონაწილეობს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში ინტერესთა კონფლიქტის გამო სრულად უნდა გამოეთიშოს შერჩევის პროცესსო;
კენჭისყრები ფარულად არ უნდა ჩატარდეს და კანდიდატები ინდივიდურად უნდა შეფასდნენ ქულებითო;
საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენაზე უნდა იყოს დასაბუთებულიო.
ამას ვამტკიცებთ ამდენი ხანია. ახლა უკვე ვენეციის კომისიაც იმავეს ამტკიცებს“, – წერს გიორგი მშვენიერაძე.
“სულმოუთქმელად ველოდები, როგორ გამოაცხადებს ხელისუფლება ვენეციის კომისიას “ნაციონალების კომისიად”
2019/04/16 19:06:39
ნანახია: 573 ჯერ