“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
„ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, – განუცხადა დღეს ქობულიამ ჟურნალისტებს.
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.
კომენტარები